სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოს ავრცელებს შემდეგი ციტატით: „ჩემი ბედი წყდება და სახლში დარჩენა დანაშაულია“. ფოტოსურათს ტელეკომპანია იმედის ლოგო აქვს, რაც შთაბეჭდილებას ქმნის, რომ აღნიშნული ფოტო მათ გამოაქვეყნეს (არქივირებული ბმული).

სინამდვილეში, ციტატა გაყალბებულია. „იმედის“ Facebook-გვერდზე ნამდვილად გვხვდება მსგავსი პოსტი, თუმცა სააკაშვილის ციტატა განსხვავებულია: „საქართველოს ბედი წყდება და სახლში დარჩენა დანაშაულია“.

ამ ციტატას მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის პირად გვერდზეც ვხვდებით.

ამგვარად, Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებულ ფოტოზე მიხეილ სააკაშვილის ციტატა სახეცვლილია.

წყაროს შესახებ:

Facebook-ანგარიშმა „მიხეილ არაჟნიშვილი“ პირველი პოსტი 2024 წლის 3 მარტს გამოაქვეყნა, რაც იმას მიუთითებს, რომ ის ახლადშექმნილი ანგარიშია. მსგავსი შინაარსის პოსტებს ანგარიში - მიხეილ უკრაინოლოგი, ხშირად ავრცელებდა. სამართლიანი არჩევნების (ISFED) Disinfoobserver.ge პლატფორმის მიხედვით, Facebook-ზე ანტი-ოპოზიციური მადისკრედიტებელი გვერდის, მიხეილ უკრაინოლოგის, სამი სხვადასხვა ანგარიში იძებნებოდა, რომლებიც ახლა წაშლილია. აღარ იძებნება „მიხეილ უკრაინოლოგთან დაკავშირებული გვერდი „მიხეილ განუბაჟებელიც“. სავარაუდოდ, მიხეილ არაჟნიშვილიც ამ გვერდებთანაა დაკავშირებული.

------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5429 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი